ბექა ოდიშარია „ლელოზე“: თავად ულტიმატუმის შინაარსი არ იყო საინტერესო და აქტუალური, მითუმეტეს, რომ თავადაც მიავიწყდათ

ბექა ოდიშარია „ლელოზე“: თავად ულტიმატუმის შინაარსი არ იყო საინტერესო და აქტუალური, მითუმეტეს, რომ თავადაც მიავიწყდათ

არაჩვეულებრივ რეჟიმთან დაკავშირებით მახსენდება არაჩვეულებრივი გამოფენა. რა რეჟიმზე უნდა გადავიდნენ? ალბათ თავად ულტიმატუმის შინაარსი არ იყოს არც საინტერესო და აქტუალური, მითუმეტეს, რომ თავად მიავიწყდათ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ პარტია „ლელოს“ მისამართით.

„ვფიქრობ ეს საზოგადოებისთვის საინტერესო არ იყო. ამ განცხადებისთვის არც მე მიმიქცევია ყურადღება და არც პოლიტიკურ ისტებლიშმენტს“, - აღნიშნავს ოდიშარია.

„ქართული ოცნებისთვის“ „ლელოს“ მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადა ორი კვირაა ამოიწურა, თუმცა მუქარა, რომ ჩვეულებრივ მუშაობას ვეღარ გააგრძელებდნენ პარლამენტსა და საკრებულოებში, თუ მმართველი პარტია ტექნიკურ მთავრობას არ შექმნიდა და 12-პუნქტიან სამოქმედო გეგმაზე მუშაობას არ დაიწყებდა, არ შესრულდა. „ლელოს“ ლიდერები პარლამენტშიც მუშაობენ და საკრებულოშიც.

ულტიმატუმი „ქართულ ოცნებას“ 27 ივნისს წაუყენეს და კონკრეტული ვადაც დათქვეს.