გურამ მაჭარაშვილი: „ლელოს“ მხრიდან, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და ქმედებები არაერთხელ გვიხილავს, საზოგადოება ხედავს, რომ მათი ნებისმიერი განცხადება თუ ქმედება არათანმიმდევრულია

გურამ მაჭარაშვილი: „ლელოს“ მხრიდან, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და ქმედებები არაერთხელ გვიხილავს, საზოგადოება ხედავს, რომ მათი ნებისმიერი განცხადება თუ ქმედება არათანმიმდევრულია

„ლელოს“ მხრიდან, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და ქმედებები არაერთხელ გვიხილავს. ჯერ, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, პარლამენტს არალეგიტიმურს ამბობდნენ და მერე შემოვიდნენ [პარლამენტში], რომ შემოვიდნენ, ბოიკოტი გამოაცხადეს, მერე მათი პარტიის თავმჯდომარე პარლამენტიდან გავარდა, თუმცა, პარტიის წევრები პარლამენტში დასარჩენად იბრძოდნენ“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი.

მისივე თქმით, „ლელო“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული ძალაა, რის გამოც, საზოგადოებას ამ პარტიის მიმართ ნდობა არ აქვს.

„საზოგადოება ხედავს, რომ მათი ნებისმიერი განცხადება თუ ქმედება არათანმიმდევრულია. ახლაც, მათი განცხადებით, რომ თუ უმრავლესობა 3 ივლისამდე ნაბიჯებს არ გადადგამდა, რაღაც სხვა რეჟიმის თანამშრომლობით იმუქრებოდნენ. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს რეჟიმი არის იგივე, რაც 3 ივლისამდე იყო. როგორც კი ნებისმიერი პოლიტიკური ძალა „ნაცმოძრაობის“ ქმედებებთან ასოცირდება, ის საზოგადოებისგან ნულოვან ნდობას მიიღებს“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

„ქართული ოცნებისთვის“ „ლელოს“ მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადა ორი კვირაა ამოიწურა, თუმცა მუქარა, რომ ჩვეულებრივ მუშაობას ვეღარ გააგრძელებდნენ პარლამენტსა და საკრებულოებში, თუ მმართველი პარტია ტექნიკურ მთავრობას არ შექმნიდა და 12-პუნქტიან სამოქმედო გეგმაზე მუშაობას არ დაიწყებდა, არ შესრულდა. „ლელოს“ ლიდერები პარლამენტშიც მუშაობენ და საკრებულოშიც.

ულტიმატუმი „ქართულ ოცნებას“ 27 ივნისს წაუყენეს და კონკრეტული ვადაც დათქვეს.