ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად, ევროსა და დოლარის კურსი გათანაბრდა. ის, რაც რამდენიმე თვის წინ სრულიად წარმოუდგენელი იყო, დღეს ყველასთვის რეალობად იქცა. ყველაზე დადებითი კი ის არის, რომ დღესდღეობით ლარი, როგორც დასუსტებულ ევროსთან, ასევე მოძლიერებულ დოლართან მიმართებითაც პოზიციებს იუმჯობესებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 2.8745 ლარია, რაც შეეხება ევროს, მისი ნიშნული 2.8788 ლარია. როგორც ცნობილია, საერთაშორისო მასშტაბით ევროს გაუფასურებას ბუნებრივი აირის ფასების მუდმივი ზრდა იწვევს, რაც თავის მხრივ რეგიონალური ეკონომიკითა და მეზობელ უკრაინაში ომითაა გამოწვეული. შედეგად, ერთიანი ვალუტა 1.00005 აშშ დოლარამდე დაეცა, ეს პროცესი კი ბოლოს 2002 წლის დეკემბერში დაფიქსირდა.
უფრო კონკრეტულად კი დოლარისა და ევროს ღირებულებების გათანაბრება რიგი გეოპოლიტიკური და მაკროეკონომიკური ფაქტორებითაა გამოწვეული. საგულისხმოა, რომ სავალუტო ბირჟაზე მსგავსი რამ 2002 წლის შემდეგ არ მომხდარა.
პირველ რიგში, აღსანიშნავია ევროპის რეგიონში ომის დაწყება, გეოპოლიტიკური ვითარების დაძაბვა, ენერგორესურსების მკვეთრი გაძვირება და მიწოდების ჯაჭვების შეფერხება. ეს ყველაფერი ცხადია, უაღრესად ნეგატიურად აისახა ევროკავშირისა და ზოგადად, რეგიონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე. გარდა ამისა, მსოფლიოში არსებულმა სასურსათო და ენერგეტიკულმა კრიზისმა მნიშვნელოვნად გაზარდა ინფლაციური წნეხი, რის შედეგად ევროზონაში წლიური ინფლაციის დონემ 8.6%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
„თიბისი კაპიტალის“ მთავარი ანალიტიკოსის ოთარ ნადარაიას აზრით, მოკლევადიან პერიოდში ევროს მხრივ ზუსტად პროგნოზირება რთულია, თუმცა საშუალოვადიან პერიოდში ის აშშ დოლართან მიმართებით უნდა გამყარდეს.
„ევრო-დოლარის შესახებ მოკლევადიანი პროგნოზი უფრო რთულია, ვიდრე საშუალოვადიანი პროგნოზი. ისტორიულად მტკიცდება, რომ საშუალოვადიანი ინდიკატორები უფრო მართლდება. ძალიან დიდი ხანია, ევროპული ვალუტა ასეთი სუსტი არ ყოფილა, ამას ბევრი მიზეზი აქვს: საპროცენტო განაკვეთების ჩამორჩენა, ასევე ის, რომ იტალიაში გაიზარდა განაკვეთები, ენერგომატარებლებზე მაღალი ფასები. ევროკავშირი ცდილობს, შეამციროს საკუთარი დამოკიდებულება ენერგომატარებლებზე, რაც გარდაუვალია და მათთვის კიდევ უფრო აძვირებს ნავთობსა და გაზს.
ბოლო წლებში მაინც სუსტი იყო ევრო. ევროზონის უპირატესობა იყო დადებითი სავაჭრო ბალანსი - უფრო მეტი ექსპორტი ჰქონდათ, ვიდრე იმპორტი, დღეს კი ევროზონა დგას სავაჭრო დეფიციტის წინაშე და ესეც მოქმედებს უარყოფითად.
ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ დოლარი დღეს თუ მყარდება, მისი შემდგომი გამყარების ალბათობა არის ნაკლები. საშუალოვადიან პერიოდში, ჩემი რჩევაა, უხეშად რომ ვთქვათ, დავდოთ ფსონი ევროს გამყარებაზე“, - განაცხადა ნადარაიამ „საქმის კურსში“.
„როიტერის“ მიმომხილველთა აზრით, ევროს გაუფასურებას იწვევს რეცესიის ალბათობა, რომელიც, თავის მხრივ, გამოწვეულია ენერგეტიკული კრიზისითა და „ევროპის ცენტრალური ბანკის“ განაკვეთების ზრდის კამპანიით. ეს ცვლა ნიშნავს, რომ ევროპული კომპანიები და მომხმარებლები გადაიხდიან მეტს იმ საქონლისა და მომსახურებისთვის, რომლითაც იმპორტს ახორციელებენ მაშინ, როცა ევროპული ექსპორტი საერთაშორისო ბაზრებზე იაფდება.
ფაქტია, რომ დღესდღეობით ლარის როგორც დასუსტებულ ევროსთან, ასევე მოძლიერებულ დოლართან მიმართებითაც პოზიციებს დღითი დღე იუმჯობესებს. პოზიტიური ტენდენციის გაგრძელებაში ეჭვი უკვე აღარავის ეპარება. „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის შეფასებით, წლის ბოლომდე ეროვნული ვალუტის კურსი არსებულ ნიშნულზე შენარჩუნდება.
„მოკლევადიან პერიოდში შეუძლებელია ლარის კურსის განსაზღვრა, მაგრამ ის ტენდენციები, რომლებიც არსებობს - ვგულისხმობ ექსპორტის საკმაოდ კარგ მაჩვენებლებს, ასევე ვხედავთ, რომ ტურიზმის მაჩვენებლები მუდმივად უმჯობესდება, ვხედავთ მთლიანად ეკონომიკის ზრდას - ჩვენი პროგნოზია, რომ წლის განმავლობაში კურსი დაახლოებით ამ ფარგლებში უნდა იყოს.
რაც შეეხება კურსის გამყარების ფაქტორს, გააჩნია ეკონომიკის კონკრეტულ სექტორს, ეს დამოკიდებულია ბიზნესოპერატორების დანახარჯების სტრუქტურაზე. რა თქმა უნდა, კონკრეტული ბიზნესისთვის გამყარება შეიძლება გამოწვევა იყოს, მაგრამ ჩვენი გადმოსახედიდან, მთლიანად ბიზნესექტორისთვის და ეკონომიკის განვითარებისთვის ლარის კურსის დღევანდელი პოზიცია ხელისშემწყობი ფაქტორია“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.
რა ხეირიიიი?............................მეგრელმა რომ ამერიკელს უთხრა -------- შენ რომ ზანგებს აწვალებო?...ზუსტად ის ხეირია ჩვენთვისაც ....
კოლუმბ--- ვაშინგტონ --- ჯეფერსონების ძეგლები, ხომ გადაყარეს წყალში??...........ხოოდა ეხლა ,,ევროების,, ჯერია
ტოჟე მნე მახარაშვილი.....თავიაანთ თავებს მიხედონ, თავიააანთ თავებს ..... ჩვენ რო ჭკვას გვარიგებენ
გრეგოროვა........... ფონ კრამონის, და კიდევ მაგათნაირების ცოდვა მიეცეთ ამ ოცნების კერატებს.....როცა საქმეს სჭირდება კაცმა ყველაფერი უნდა გაააკეთოს..
.არადა ეგე .....ხო გადაიკიდეს