„რომ ვთქვა, „ქართული ოცნების“ არ მჯერა, სახლში წავიდე და ამ ზაფხულს კარგად დავისვენო, პასუხისმგებლიანი საქციელი იქნება? ბუტიაობასა და საკუთარი დღის წესრიგით ხელმძღვანელობას ყველამ თავი უნდა დაანებოს და პროცესში ჩაერთოს“, - განაცხადა პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც მოსახლეობის წინაშეა ვალდებული, მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ და საკითხზე ერთად იმუშაონ.
„ხელისუფლებამ და ოპოზიციამ 12 პუნქტის განხორციელებაზე უნდა იმუშაოს. ეს არ არის არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის მიერ ინიცირებული დღის წესრიგი. ეს არის ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტი, სადაც წერია, რომ ოპოზიცია პროცესში უნდა მონაწილეობდეს. ვალდებული ვართ, საზოგადოებას ვაჩვენოთ, რა ხდება სასამართლოში, ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით და ა.შ. უფრო მნიშვნელოვანი ისაა, "ქართული ოცნება" რას იტყვის, თუ ის, რეფორმების განხორციელებისთვის არის თუ არა რეალური მზაობა“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.