მეუფე იაკობი: ჩვენთან მიმართებით, ევროპა სამარცხვინოდ, მოღალატეობრივად მოიქცა - ევროპა რომ მართალი იყოს, ახლა, როცა საპარლამენტო დებატებზე უარს ამბობენ, 10 ევროპარლამენტარი მაინც იტყოდა: „იქნებ, ერთად დასხდეთ და სიტუაცია დავაწყნაროთ“

მეუფე იაკობმა, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ევროპა საქართველოს სამარცხვინოდ მოექცა. ბოდბელმა ეპისკოპოსმა ევროპის ქვეყნები ამბიონიდანაც გააკრიტიკა, ასევე, ისაუბრა ომზეც. მან საქართველოს წინააღმდეგ უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების განცხადება გაიხსენა.

„ჩვენთან მიმართებით, ევროპა ძალიან სამარცხვინოდ, მოღალატეობრივად მოიქცა. ევროპა რომ მართალი იყოს, ახლა, როდესაც [რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები] საპარლამენტო დებატებზე უარს ამბობენ, გამოვიდოდა ის ღრმად პატივცემული 308 ევროპარლამენტარი და იქიდან 10 მაინც, საერთო წერილს დაწერდა და იტყოდა, „იქნებ, ერთად დასხდეთ და სიტუაცია დავაწყნაროთ“. უკრაინის გარდა, არავის მიღება არ უნდოდათ. ეგ თემა, ჩვენთან, უბრალოდ, პოლიტიკური ტემპერატურის ასაწევად გამოიყენეს ბოლომდე, ჩვენებმა თუ იმათმა“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.