The New York Times-ის გამოკითხვა: „დემოკრატიული პარტიის“ მხარდამჭერთა უმეტესობას 2024 წლის არჩევნებში პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად ჯო ბაიდენის ხილვა არ სურს

The New York Times-ის გამოკითხვა: „დემოკრატიული პარტიის“ მხარდამჭერთა უმეტესობას 2024 წლის არჩევნებში პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად ჯო ბაიდენის ხილვა არ სურს

„დემოკრატიული პარტიის“ მხარდამჭერთა უმეტესობამ განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნებში პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად ჯო ბაიდენის ხილვა არ სურს. აღნიშნულს გაზეთ The New York Times-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, „დემოკრატიული პარტიის“ გამოკითხულ მხარდამჭერთა 64%-მა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სხვა კანდიდატის ხილვა სურს. ამასთანავე გამოკითხულთა 26% მხარს უჭერს ჯო ბაიდენის კანდიდატურას.

კითხვაზე, თუ რატომ დაუჭერდნენ მხარს ახალ კანდიდატს, გამოკითხულთა 33%-მა მთავარ მიზეზად დაასახელა ასაკი, 32%-მა - სამუშაოს შესრულება, 12%-მა - ახალი კანდიდატის სურვილი და 10%-მა აღნიშნა, რომ ბაიდენი საკმარისად პროგრესული არ არის.

The New York Times-Siena College-ის გამოკითხვა 5-დან 7 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა სულ 849 რესპონდენტმა მიიღო. გამოკითხვის ცდომილება 4.1%-ს შეადგენს.

Aburjga Tasmanieli 2024 წლის არჩევნებზე დემოკრატიული პარტიის კანდიდატი იქნება მიშელ ობამა!!!! ეს ჩემი მოსაზრებაა და ვნახოთ, როგორი პოლიტიკური წინასწარმეტყველების უნარი მაქვს?! ეს აზრი ჯერ კიდევ აღდგომის წინა დღეებში დამებადა და კარგად გაანალიზებული მაქვს! ბმული
2 წლის უკან