ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ - კარგია, რომ რადიკალურ ოპიზიციას აკანკალებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება-არდაბრუნების საკითხზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესების მოლოდინი არ აქვთ.
„ქვეყნისთვის ახლა ყოველი დღე მნიშვნელოვანია, ჩვენ უნდა დავკავდეთ არა იმით, დაწესდება თუ არა ივანიშვილის მიმართ სანქციები, ან იმით კი არ უნდა დავკავდეთ, პოლიტიკაში მოვა თუ არ მოვა, არამედ იმით, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ამოცანა, გეგმა, 12 რეკომენდაცია და ყველა მიმართულებით მუშაობა დაწყებულია. ყველა უნდა ვიდგეთ იმის სადარაჯოზე, რა ნაბიჯები იდგმება ყოველ დღე ამ რეკომენდაციების შესასრულებლად.
ეს კარგია, რომ რადიკალურ ოპოზიციას აკანკალებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება-არდაბრუნების საკითხზე. დღეს ადამიანი საჯარო განცხადებებს არ აკეთებს, არ ეკარება პოლიტიკურ პროცესებს და პოლიტიკური შიში არის სახეზე, მაინც აქვთ ამ ადამიანის პოლიტიკური შიში“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება სრულად იხილეთ ამ ბმულზე.