საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე, ჟურნალისტებთან საუბრისას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„თუკი ვინმე ან რომელიმე პოლიტიკური ძალა საქართველოში, ან მის ფარგლებს გარეთ, ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოყვანის იძულება შეიძლება იყოს გზა საქართველოს ომში ჩართვისთვის, ასეთი მცდელობები უპერპექტივოა. ბიძინა ივანიშვილი პირადად იქნება თუ არა ჩართული პოლიტიკაში, ეს არ იქონიებს გავლენას სტრატეგიულ მიმართულებაზე, რაც არის არამხოლოდ “ქართული ოცნების“ პოზიცია, არამედ საქართველოს მოსახლეობის ნება - საქართველოში მაქსიმალური ძალისხმევა ჩაიდოს და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ომი თავიდან იყოს აცილებული. ეს არის პრინციპული მიდგომა და უპირველესად საქართველოს ინტერესების სამსახურში დგომა. შესაბამისად, ამის გაცხადება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.