პარლამენტის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრის წერილი შეაფასა. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს მნიშვნელოვანი და დროული მიმართვა იყო. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის ტერმინის გამოყენებით, ხდება შტურმი საქართველოზე.
„ტერმინ „დეოლიგარქიზაციის“ გამოყენებით, საქართველოზე, როგორც სახელმწიფოზე შტურმი ხდება. სულ რამდენიმე დღის წინ, ჩვენ მოვისმინეთ განმარტება, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის ელჩისგან, რომ ამ ტერმინში იგულისხმება, ზოგადად, ეკონომიკური გავლების ან შესაძლებლობების მქონე ადამიანების გავლენის ან კონტროლის შემცირება ეკონომიკაზე, პოლიტიკასა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებზე. ეს, თავის თავში, გულისხმობს არა ინდივიდუალურ ადამიანებს, არამედ - უპირველეს ყოვლისა, ინსტიტუციების გაძლიერებას. ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება, სინამდვილეში, სხვა ადამიანის მიერ იმართება. ეს ქართული დემოკრატიის პირდაპირი შეურაცხყოფაა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება სრულად იხილეთ ამ ბმულზე.