ბიძინა კულუმბეგოვი: ქვეყანაში გვაქვს უნიკალური პრეპარატი „პაქსლოვიდი“, რომელიც რისკის მქონე ადამიანებმა უნდა მიიღონ კოვიდის დადასტურების შემთხვევაში

ბიძინა კულუმბეგოვი: ქვეყანაში გვაქვს უნიკალური პრეპარატი „პაქსლოვიდი“, რომელიც რისკის მქონე ადამიანებმა უნდა მიიღონ კოვიდის დადასტურების შემთხვევაში

ქვეყანაში გვაქვს უნიკალური პრეპარატი „პაქსლოვიდი“, რომელიც რისკის მქონე ადამიანებმა უნდა მიიღონ კოვიდის დადასტურების შემთხვევაში,- ამის შესახებ, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისი თქმით, სხვა ვირუსებისგან, რომელიც რესპირაციულ, ანუ სასუნთქი სისტემის დაავადებებს იწვევენ, მათგან კოვიდის განსხვავება სიმპტომებით პრაქტიკულად შეუძლებელია.

„ერთადერთი განმასხვავებელი საშუალება არის მხოლოდ ტესტირებით კორონავირუსის იდენტიფიცირების შესაძლებლობა. რისკის მქონე ადამიანებმა, ვისაც აქვს 65 წელზე მეტი ასაკი ან ნებისმიერი ქრონიკული დაავადება დადასტურების შემთხვევაში, კოვიდის წინააღმდეგ ქვეყანაში გვაქვს უნიკალური პრეპარატი „პაქსლოვიდი“, რომელიც დადასტურებიდან პირველ ხუთ დღეში უნდა მიიღოს ადამიანმა“,- აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.