მიხეილ სარჯველაძე: ჩაერთვება თუ არ ჩაერთვება ოპოზიცია, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესი მაინც გაგრძელდება

მიხეილ სარჯველაძე: ჩაერთვება თუ არ ჩაერთვება ოპოზიცია, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესი მაინც გაგრძელდება

ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების გეგმაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა.

„პროცესი დაიწყო, პროცესი მიმდინარეობს და პროცესი უწყვეტად გაგრძელდება. გაგრძელდება საბოლოო რეზულტატების მიღწევამდე და ეს მოხდება იმისგან დამოუკიდებლად სრულად ოპოზიცია და განსაკუთრებით მისი რადიკალური ფრთა, ჩაერთვება თუ არ ჩაერთვება ამ პროცესში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ევროპული რეკომენდაციების შესრულების მიზნით, პარლამენტი მუშაობას აგრძელებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, პროცესი გაწერილ ვადებში დასრულდეს და ოპოზიციას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდებენ. სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხზე მომუშავე ჯგუფი მომავალ კვირაშიც შეიკრიბება. ამ ჯგუფის ბაზაზე უნდა შეიქმნას კანონპროექტი, რომელსაც საშემოდგომო სესიაზე განიხილავენ.