საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ევროკომისიის გეგმის შესრულებაში ჩართულობა ნათლად გამოაჩენს, თუ რომელი პოლიტიკური ძალები ემხრობიან საქართველოს ევროპულ მომავალს და რომელი ძალები ცდილობენ, საქართველოს დასავლური კურსისგან ჩამოშორებას.
„მაშინ, როდესაც ევროკომისიის კონკრეტული გეგმა გვაქვს და ყველა მოგვიწოდებს, რომ მუშაობაა საჭირო, ეს ადამიანები, თავიანთი პროტესტით, „ქართულ ოცნებას“ კი არ უცხადებენ პროტესტს, რეალურად, ისინი პროტესტს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს უცხადებენ. ეს კიდევ ერთი ლუსტრაციაა - კიდევ ერთხელ დაფიქსირდებიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას ემხრობიან და მუშაობენ და დაფიქსირდებიან ჯგუფები, რომლებიც ამ პერსპექტივის წინააღმდეგნი არიან და ამას კონკრეტული საბოტაჟით ადასტურებენ“, - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.