ირაკლი ქადაგიშვილი: ქართული ჯარის მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება 2008 წელს გამოჩნდა, როცა მთავარსარდალმა მიატოვა და ჯარი საქართველოსთვის მარტო იბრძოდა

ირაკლი ქადაგიშვილი: ქართული ჯარის მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება 2008 წელს გამოჩნდა, როცა მთავარსარდალმა მიატოვა და ჯარი საქართველოსთვის მარტო იბრძოდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის მიერ ქართულ ჯართან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება შეაფასა.

„ამასთან დაკავშირებით არამარტო პოლიტიკოსის, ჩვეულებრივი მოქალაქის დამოკიდებულებაც შეიძლება იყოს ცალსახად მიუღებელი და უარყოფითი, გამომდინარე იქიდან, რომ იმ ინსტიტუციის შეურაცხყოფა, რასაც ჰქვია ჯარი და საქართველოს თავდაცვის ძალები, ასეთი დამოკიდებულება ნიშნავს, რა მძიმე მორალური მდგომარეობა აქვს ამ პოლიტიკოსს და საერთოდ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ის წარმოდგენს. როგორი იყო მათი დამოკიდებულება ქართული ჯარის მიმართ, გამოჩნდა 2008 წელს, როცა მათმა ხელმძღვანელებმა, მათ შორის მთავარსარდალმა მიატოვა ჯარი და ჯარი მარტო იბრძოდა საქართველოსთვის. აქედან გამომდინარე, ეს არის გაგრძელება იმ მორალური პოლიტიკური სახისა, რაც მათ ზოგადად ახასიათებთ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.