საზღვარგარეთ თავისი შრომით დაგროვებული კაპიტალის, თითქმის, 90%-ს ბიძინა ივანიშვილი ახმარს და მომავალშიც განზრახული აქვს, ქართველ ხალხსა და საქართველოს მოახმაროს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა „იმედის კვირას“ განუცხადა.
მისი თქმით, მას არ გააჩნია არანაირი ბიზნეს-საქმიანობა საქართველოში და არც არასდროს არ ჰქონია.
„ბუნებაში არ არსებობს მტკიცებულება, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პარტიის თავმჯდომარის პოზიცია, იგი რაიმე ფორმით პირდაპირ თუ ირიბად ერევა ქართულ პოლიტიკაში, ეკონომიკაში, საქართველოს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის განსაზღვრისთვის ნებისმიერ მიმართულებაში. მას არ გააჩნია არანაირი ბიზნეს-საქმიანობა საქართველოში და არც არასდროს არ ჰქონია, გარდა ერთისა, რომ ის საზღვარგარეთ თავისი შრომით დაგროვებული კაპიტალის, თითქმის, 90%-ს ახმარს და მომავალშიც განზრახული აქვს, მოახმაროს ქართველ ხალხსა და საქართველოს“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.