ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინის მიერ უკრაინელი ებრაელების ნაცისტობაში დადანაშაულებაზე: ხალხი, რომელიც ამას ამბობს, ავადაა, ავადმყოფ ადამიანებს არ უნდა დასცინო, დაავადების განკურნება შესაძლებელია, მაგრამ ის, რაც მათგან მესმის, ვერ განიკურნება

„როდესაც პუტინი თქვენ და სხვა უკრაინელ ებრაელებს ნაცისტობას გაბრალებთ, არის ეს თქვენთვის მტკივნეული?“, - ამ კითხვით მიმართა CNN-ის ჟურნალისტმა უკრაინის პრეზიდენტს.

„ეს ხუმრობასავითაა, დაცინვასავითაა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს წარსულში დარჩებოდა და აღარასდროს მოხდებოდა, მაგრამ კვლავ ხდება. ხალხი, რომელიც ამას ამბობს, უბრალოდ, ავადაა. ავადმყოფ ადამიანებს არ უნდა დასცინო, დაავადების განკურნება შესაძლებელია, მაგრამ ის, რაც მათგან მესმის, არის დაავადება, რომელიც ვერ განიკურნება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსიმ.

Aburjga Tasmanieli კომედიანტი ლოგიკასთან მწყრალადაა ან სხვა ადამიანების დაბოლება უნდა! უკრაინაში მსოფლიო სიონიზმის მმართელობა დასასრულისკენ მიდის!
2 წლის უკან