თუ გავითვალისწინებთ ნებისმიერ საკითხს, რომელიც 12 პუნქტს უკავშირდება, ჯერ ეს საჭიროებს წინასწარ მომზადებას და შემდეგ სხდომაზე გატანას. დიდაქტიკური საუბარი ოპოზიციის მხრიდან, რომ ხელისუფლება გაიღვიძე და დაიწყე მუშაობა ზაფხულში, ეს არ არის სწორი და ნამუსიანი ნათქვამი, რადგან საყვედურების გამოთქმა, რომ ვითომ ვინმე არ მუშაობს იმიტომ რომ სხდომა არ იმართება, ეს მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„რა საკითხი უნდა გავიდეს პლენარულ სხდომაზე? ამის ყველაფრის მოტივაცია არის რომ, პოლიტიკური პერფორმანსები გამართოს ვიღაცამ და შექმნას მეტი არგუმენტი იმისთვის, რომ სიმულაცია მოუგონოს იმას, რატომ არ ერთვებიან რომელიმე დისკუსიაში. ჩვენ გვჭირდება სამუშაო ფორმატები, სადაც შეგვეძლება რომ ვისაუბროთ და ეს არ არის პლენარული სხდომა. მარტივად რომ ვთქვათ: არ შეიძლება მოსავლის ასაკრეფად წავიდეთ, როდესაც ჯერ დათესილიც არ გვაქვს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.