ირაკლი კობახიძე: ვუსამძიმრებ იაპონელ ხალხს, სინძო აბე თავისი ქვეყნის გამორჩეული ლიდერი იყო

ირაკლი კობახიძე: ვუსამძიმრებ იაპონელ ხალხს, სინძო აბე თავისი ქვეყნის გამორჩეული ლიდერი იყო

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სინძო აბეს გარდაცვალების გამო იაპონელ ხალხს უსამძიმრებს.

"ვუსამძიმრებ იაპონელ ხალხს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სინძო აბეს გარდაცვალების გამო. სინძო აბე, რომელიც იაპონიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ვადით იკავებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, თავისი ქვეყნის გამორჩეული ლიდერი იყო".