ჩამოვა როჯერ ვოტერსი ოდესმე თბილისში?

ჩამოვა როჯერ ვოტერსი ოდესმე თბილისში?

გასული წლიდან მოყოლებული, ცნობილი როკ ჯგუფის, “Pink Floyd“-ის ლეგენდარული სოლისტი და კომპოზიტორი – როჯერ ვოტერსი მთელ აღმოსავლეთ ევროპაში საკონცერტო ტურნეს მართავს. ის სხვადასხვა ქალაქის სტადიონებზე შეასრულებს სიმღერებს, რომელზეც საქართველოშიც ძალიან ბევრი თაობა გაიზარდა.

 

სამწუხაროა, რომ საქართველო როჯერის აღმოსავლეთ ევროპის ტურნეში არ მოხდა. ამის მიზეზი ძვირადღირებული შემსრულებელი და მისი პოტენციური მსმენელის დეფიციტია. სტადიონს როჯერ ვოტერსის მსმენელებით ვერ გავავსებთ - ამობებენ ის ადამიანები, რომელნიც მსგავსი ღონისძიებების ჩატარებით არიან დაკავებულნი. ამიტომ უმჯობესია, ასევე, არანაკლებ ძვირადღირებული შემსრულებლის ჩამოყვანა და გარანტირებული ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის შევსებაა. მაგალითად ჯემი როქვაი და მისი მუსიკა.

 

ჯაზის მოყვარულთათვის საქართველოში არსებობს საპროდიუსერო კომპანია, რომელიც ყოველწლიურად მეტ–ნაკლებად საინტერესო ჯაზმენების ჩამოყვანას ცდილობს. როკის მოყვარულები კი, ამ მხრივ მუდამ დაჩაგრულები არიან, რადგან როკერებად შემოსაღებულ მდარე ხარისხის, ანდა ხმაწართმეული ფსევდოვარსკვლავები (რომლებსაც ჩვენი ბიუჯეტიდან მილიონებს უხდიან) ჭეშმარიტ მელომანებს ბუნებრივია, არ მოსწონთ.

 

აღმოსავლეთევროპული ტურნეს ფარგლებში, როჯერ ვოტერსი იმღერებს პრაღაში, ვარშავაში, ბუდაპეშტში... ქართველ მსმენელს კი, კრის დე ბურგის მსგავსი ზედაპირული მუსიკოსების მეტი ჯერ არ ღირსებია.