ფასები იმდენად მაღალია, რომ ინფლაციის შემცირებას არანაირი შედეგი არ მოაქვს

ფასები იმდენად მაღალია, რომ ინფლაციის შემცირებას არანაირი შედეგი არ მოაქვს

ინფლაცია ივნისში ცოტათი შემცირდა, მაგრამ ეს სამომხმარებლო ბაზარზე არაფერს დასტყობია. ზაფხულის ყველაზე იაფ სეზონზეც კი მხოლოდ 6 დასახელების საკვები გაიაფდა. ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ საქართველო ვერ იქნება კუნძული, რომ ინფლაციური წნეხი მხოლოდ მას არ შეეხოს.

2022 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.6 პროცენტით განისაზღვრა.

წინა თვესთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებლების თითქოს შემცირებულია, მაგრამ სავალალო ისაა, რომ ზაფხული ყველაზე იაფ სეზონზეც კი პროდუქტი არ იაფდება. მაგალითად, ივნისში ათეულობით დასახელების საკვები პროდუქტებიდან მხოლოდ 6 მათგანი გაიაფდა:

სტაფილო - 9.6%-ით, ლიმონი - 8.1%-ით, ბანანი - 3.2%-ით, ნიორი - 1.4%-ით, წიწაკა - 0.7%-ით, მსხალი - 0.9%-ით.

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ ინფლაცია დღეს მსოფლიოსთვის ნომერ პირველი პრობლემაა, შესაბამისად, საქართველო ვერ იქნება კუნძული, რომ ინფლაციური წნეხი მხოლოდ მას არ შეეხოს.

„საქართველო ვერ იქნება ამ ნაწილში გამონაკლისი და რაღაც კუნძული, რომ მხოლოდ საქართველოს არ შეეხოს ინფლაციური წნეხი, როცა დანარჩენ მსოფლიოში ინფლაცია ნომერ პირველი პრობლემაა. ვხედავთ, რომ ინფლაცია ევროკავშირის ქვეყნებში, ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, აშშ-ში, დანარჩენ მსოფლიოში არის ისტორიულ მაქსიმუმზე, 30-40-50 წლის მაქსიმუმზე, რაც კი ჰქონიათ ამ ქვეყნებს წლიური ინფლაცია. შესაბამისად, გადმოცემის ეფექტი, ბუნებრივია, აქ არსებობს.

ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ამ ინფლაციაში არის საწვავი, ზოგადად, ნავთობპროდუქტები, რადგან საერთაშორისო ფასები გაზრდილია ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე, რაც არაპირდაპირ ასახვას ჰპოვებს სხვა პროდუქტებთან მიმართებით.

მეორე ჯგუფი, რაზეც ფასი არის გაზრდილი, ესაა სურსათის პროდუქტი, რომელთან მიმართებითაც ისტორიული მაქსიმუმი ფიქსირდება ყველა ქვეყანაში. ამას, გარკვეულწილად, აბალანსებს ადგილობრივი პროდუქცია, თუმცა ინფლაციის გადმოდინება, ბუნებრივია, მოხდება იმ ქვეყნებიდან, ვისთანაც გვაქვს სავაჭრო ურთიერთობა“, - აღნიშნა ხუციშვილმა.

რაც შეეხება ინფლაციის პროგნოზს, რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ფინანსთა მინისტრი არ ელოდება, რომ ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნე 3%-იან ნიშნულს 2023 წლის მეორე კვარტალში დაუბრუნდება, როგორც ამას ცენტრალური ბანკი პროგნოზირებს.

რა მოლოდინებია სამომხმარებლო პროდუქტების ფასების მიმართულებით, განსაკუთრებით საწვავის გაძვირების ფონზე? ამის შესახებ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში პროდუქტების ღირებულებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დიზელის გაძვირებაც, რომლის მოხმარება გადაზიდვებსა და დისტრიბუციაში მაღალია.

„სურსათზე ფასი საშუალოდ 23%-მდე არის გაზრდილი, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია პურ-პროდუქტების ღირებულების ზრდაც, რომელიც 33% აღწევს. ეს დიზელის საწვავის გაძვირებით გამომდინარეობს, რადგან საწარმოები სამუშაოებს მძიმე ტექნიკით ატარებენ, ამას კი დიზელი სჭირდება. ასევე მეზობელ ქვეყანაზე ვართ დამოკიდებული და გვიწევს ზეთის, წიწიბურას, პირველადი მოხმარების პროდუქტების შემოტანა. რუბლია გამყარებული და ეს ფასებზე ნეგატიურად აისახება, რადგან იმპორტიორებს ხშირად რუბლში ვაჭრობა უწევთ. თურქეთშიც ინფლაცია 80%-მდეა. ამ ორ ბაზარზე დამოკიდებულები ვართ.

კომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ იმ პროპორციით არ გაძვირდეს პროდუქტის ფასები, რაც რეალურად უნდა იყოს. თუმცა გაძვირების გარდა, არსებობისთვის სხვა გზა არ აქვთ, სხვაგვარად ბაზარზე კონკურენციაც არ იქნება“, - აღნიშნა საქმის კურსთან“ ჭყონიამ.

dimpi ტურიზმი ამაყვავებელი ეკონომიკა - ეს აზრი ნაცსექტრანტის ტვინში თუ მომწიფდებოდა
2 წლის უკან
trampi დიმპი
ტურიზმით ქვეყნის აყვავების იდეა ამერიკელებმა მისცეს მიშას..............ეგ ამბები კარგად მახსოვს-- აქაურებიც ვბუინობდით
ნაცვლად იმისა რომ აქ ელემენტარული წარმოებები აემუშავებინათ.....................მომსახურე პერსონალად აქციეს ქვეყანა.............
..ახალის ამუშავება კი არა, რის ამუშავება ოდნავ მაინც შეიძლებოდა, ისიც კი ძირამდე ჩაკლეს, რო საერთოდ აღარ გაფართხალებულიყო
კანეშნა ................ მომსახურე პერსონალს განათლებ ა სულაც არა სჭირდება....ინგლისურის გარდა
ანუ გაუნათლებელი ხალხი(საზოგადოება) ზუსტად ისე მოიქცეოდა როგორც მავანთ აქ სჭირდებოდათ....იქცევა კიდეც......
უამბიციო ქვეყანა არანაირ პრობლემას არ შეუქმნიდა არავის......ეგრეცააა
ამ თემებზე აქაურებს ბევრი გვაქვს ნაწერი, ბევრი ...მაგრამ ხეირი??
მიშას დროს შემთხვევით შევესწარი (გაჩერებაზე ვიდექი)------------ უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მეოთხე სართულიდან, ფიზიკის კაბინეტებიდან , მიშას კომკავშირელები , ხელსაწყოებს როგორც ზედმეტ ბარგს, დემონსტრაციულად ქუჩაში რო ყრიდნენ
მაშინ მიშამ ამერიკელების რჩევით, სკოლებში ტექნიკური საგნები გააუქმა (ფიზიკა ქიმია ბიოლოგია)
კანეშნა-------------------- ოფიციანტს ან შვეიცარს ფიზიკა ქიმია ბიოლოგია რაში სჭირდებოდა?/
აუუუუ ........................ რამდენი გვაქვს აქ მაგ თემებზე თავის დროზე ნაწერი.......
აი ზუსტად იმ პერიოდში დაააყენეს საქართველო ჩოქბჯენში ყველანაირად და მას მერე წელში ვეღარ გამართულა
რა თქმა უნდა არის ამ ხელისუფლებაზეც სალაპარაკო , მაგრამ ..................... როცა ერთი ცერად წავა საქმე, მერე იმის გამოსწორებას ვიღაც მეორე, კარგი ,,გიჟი,, სჭირდება, რომელიც ქვეყანას თავს ანაცვალებდა...
მაგრამ სამწუხაროდ ვერა,..... ჯერ არა სჩანს მასეთი თავზე ხელ აღებული კაცი, თავი რომ ქვეყანას ანაცვალოს
2 წლის უკან