გიორგი ვაშაძე: ეს არის სახედაკარგული

გიორგი ვაშაძე: ეს არის სახედაკარგული "ქართული ოცნების” ნათელი მაგალითი - ამერიკის საელჩოში თუ ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდებოდა დეპუტატების მხრიდან, ამას ვინმე წარმოიდგენდა?!

ეს არის სახედაკარგული ,,ქართული ოცნების” ნათელი მაგალითი. ამერიკის საელჩოში თუ ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდებოდა დეპუტატების მხრიდან, ამას ვინმე წარმოიდგენდა?! - ასე აფასებს ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აშშ-ის საელჩოში ანრი ოხანაშვილსა და ვატო წერეთელს შორის მომხდარ ინციდენტს.

ჟურნალისტების კითხვაზე, უნდა დატოვოს თუ არა ანრი ოხანაშვილმა დეპუტატის მანდატი, ვაშაძის თქმით, სანამ ,,ოცნების” დეპუტატებს მანდატს ხალხი არ ჩამოართმევს, ,,არავინ არაფრის დამტოვებელი არ არის”.

"ეს არის სახედაკარგული ,,ქართული ოცნების” ნათელი მაგალითი, ამერიკის საელჩოში თუ ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდებოდა დეპუტატების მხრიდან ამას ვინმე წარმოიდგენდა?! როგორ შეიძლება განსხვავებული შეფასებები არსებობდეს ამ საკითხებთან დაკავშირებით. უნდათ რომ აგვაცდინონ ევროპული ინტეგრაციის გზას, რასაც ვერ ეღირსებიან. როდესაც 100 000 ადამიანი იკრიბება რუსთაველზე, ეს არის ამის პასუხი. ,,ქართულ ოცნებას” ეშინია და დაგეგმილი პროვოკაციები აჩენს მათ რეალურ სახეს”, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვატო წერეთლის განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა ანრი ოხანაშვილმა მიაყენა, ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ, "ქართული ოცნების" სხვა დეპუტატები.

„ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ „ტვ პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი და „მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა“.

amo მოაშორეთ ეს ვაიკაცი, შენ იმას თუ წარმოიდგენდი ჭუტა რომ იქ იქნებოდა. რატომ უნდა ყოფილიყო ამ ბიოგრაფიის კაცი აშშ-ს საელჩოში მიწვეული? ახ, თავისუფალი მედია არა? დემოკრატია ხომ? ჰოდა მიიღო კიდეც საელჩომ საჩუქარი.
3 წლის უკან
sapiqrali ვატო წერეთელი რომ არის თავისუფალი მედიის წარმომადგენელი და ეს არარაობა ვაშაძე მანდატის ჩამორთმევით იმუქრება, თანაც ხალხის სახელით(იმ ხალხის სახელით , 1%-ის მეტი რომ არ მისცა), ეს უკვე ნონსენსია, რბილად რომ ვთქვათ.
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ის ჭუტა ეს ჭიჭე ... რა გაგიკვირდათ?! გამოესარჩლება აბა რა?! ისე კი მაინტერესებს ეს ჭიჭე რა გაგების კაცია?! ამიტომ ჭუტას ვთხოვ ერთი კაი მაგრა ამასც აგინოს! ვნახოთ რა მოხდება?!
3 წლის უკან