პეტერ ჩეხი ლონდონის „ჩელსის“ დატოვებს. ინგლისური კლუბის ვებგვერდი იტყობინება, რომ ლეგენდარული მეკარე 30 ივნისის შემდეგ კლუბში აღარ იმუშავებს.
ჩეხი 2019 წლიდან, როდესაც საფეხბურთო კარიერა დაასრულა, „ჩელსის“ მენეჯმენტში მუშაობდა. თუმცა, „არისტოკრატების“ ახალმა ხელმძღვანელობამ მასთან თანამშრომლობის გაგრძელება არ ისურვა.
საინტერესოა, რომ „ჩელსი“ მანამდე გენერალურმა დირექტორმა მარინა გრანოვსკაიამ დატოვა.
რაც შეეხება პეტერ ჩეხს, მან „ჩელსიში“ 2004-2015 წლებში ითამაშა და 494 თამაში ჩაატარა, ხოლო საფეხბურთო კარიერა „არსენალში“ დაასრულა.