14 მსახიობი, რომლებიც ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ

14 მსახიობი, რომლებიც ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ

ზოგჯერ სამსახურში ისეთ ადამიანებთან ერთად გვიწევს მუშაობა, რომლებიც გულზე დიდად არ გვეხატებიან. გამონაკლისი არც ჰოლივუდია. ყველა მსახიობი ერთმანეთთან შეხმატკბილებულად როდი მუშაობს — ზოგიერთი მსახიობები შეხლა-შემოხლის შემდეგ ერთმანეთს სათოფეზე აღარ ეკარებიან.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ მსახიობებს, რომლებიც ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ:

1. ნიკ ნოლტი და ჯულია რობერტსი

ჯულია და ნიკი ერთად ფილმში I Love Trouble მონაწილეობდნენ, თუმცა ერთმანეთი ღიად სძულდათ. The New York Times-თან ინტევრიუში ჯულიამ ნიკს "საზიზღარი" უწოდა. ნიკმაც არ დააყოვნა და ჯულიაზე შემდეგი რამ თქვა: "ადამიანისთვის "საზიზღარის" წოდება კარგი არაა, თუმცა ის კარგი ადამიანი არაა. ეს ყველამ იცის".

2. დუეინ ჯონსონი და ვინ დიზელი

მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი არაა, რატომ არ მოსწონთ ერთმანეთი დუეინ ჯონსონსა და ვინ დიზელს, დუეინ ჯონსონმა The Rolling Stone-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ განსხვავებული ხედვების გამო ისინი ერთად არ მუშაობენ.

3. ბილ მარი და ლუსი ლუ

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბილ მარისა და ლუსი ლუს შორის დაპირისპირების მიზეზი ბილ მარის მიერ Charlie's Angels-ში ლუსის შესრულების კრიტიკა გახდა. წყაროები იმასაც ამბობენ, რომ გადასაღებ მოედანზე მათი გაშველება გახდა საჭირო. ეს ინფორმაცია ბევრისთვის უფრო მეტად სარწმუნო მას შემდეგ გახდა, რაც ფილმის შემდეგ ნაწილში ბილ მარი ბერნი მაკმა ჩაანაცვლა.

4. ლენა ჰედი და ჯერომ ფლინი

სამეფო კარის თამაშების ვარსკვლავები ერთმანეთს 2002 წელს ხვდებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამის გამო არ აქვთ მათ პერსონაჟებს საერთო სცენები სერიალში.

5. სილვესტერ სტალონე და რიჩარდ გირი

გავრცელებული ინფორმაციით, The Lords of Flatbush-ის გადაღებებზე სტალონე და გირი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზები ცნობილი არაა, თუმცა ფაქტია, რომ მას შემდეგე ერთად არსად არ უთამაშიათ.

6. ჯორჯ კლუნი და რასელ ქროუ

"მან [ქროუმ] ჩხუბში გამომიწვია, სრულიად უმიზეზოდ. ასეთი რაღაც თქვა: 'ჯორჯ კლუნი, ჰარისონ ფორდი და რობერტ დე ნირო გამყიდველები არიან", — განაცხადა ჯორჯ კლუნიმ რასელ ქროუს შესახებ გამოცემა Esquire-თან.

7. რაიან რეინოლდსი და უესლი სნაიპსი

Blade: Trinity-ის გადაღების შემდეგ მსახიობები ერთად აღარ მუშაობენ. ფილმის გუნდის თქმით, უესლი გადაღებებზე ისვენებდა, რაიანს კი თამაში მის დუბლიორთან უწევდა მუშაობა.