პოლ მაკარტნი: ჩვენ კიდევ შევხვდებით

პოლ მაკარტნი: ჩვენ კიდევ შევხვდებით

ცოტა ხნის წინ, თავის ინტერვიუში საიტთან – clarin.com, ლეგენდარულმა მუსიკოსმა – პოლ მაკარტნიმ განაცხადა, რომ ახალ კომპოზიციებზე დაიწყო მუშაობა, რომელიც ამ წლის გაზაფხულზე ჩაიწერება..

 

“ახლა უკვე მოფიქრებული მაქვს გასტროლების მერე რასაც გავაკეთებ. ტურის დასრულებით ყველაფერი არ სრულდება. ყოველთვის მაქვს რამდენიმე პროექტი რომელზეც ვმუშაობ.

 

ახლა ახალი ალბომის სიმღერებზე ვმუშაობ, რომელსაც მომავალ წელს ჩავწერ. ამავე დროს ბალეტის მუსიკით ვარ დაკავებული. ეს ძალიან საინტერესოა, რადგან სულაც არ გავს იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდი. ჩვენ ჩემი წინა ალბომების რემასტერინგზეც ვმუშაობთ. ამდენად, ყოველთვის ვარ რაღაცით დაკავებული. გამიმართლა, რომ მუდამ შემიძლია ვაკეთო ის რაც მომწონს. რაღაცის ბოლო დღე აუცილებლად სხვა რამის პირველი დღე“.

 

ალბომის გამოშვების საბოლოო და ზუსტი თარიღი ჯერ არ არის განსაზღვრული.  მაკარტნიმ არ დაადასტურა, რომ ეს ბოლო ტური იქნება. “ჩემი კონცერტების ბოლოს ყოველთვის ვამბობ - “ჩვენ კიდევ შევხვდებით“ - და არასოდეს მიფიქრია, რომ ეს ბოლო ტურია“ – აცხადებს პოლი.

thebeatles.ge