კარლ ჰარცელის ვარაუდით, ევროკომისია საქართველოს წევრობის აპლიკაციაზე მოსაზრებას 2-3 კვირის ვადაში წარადგენს

კარლ ჰარცელის ვარაუდით, ევროკომისია საქართველოს წევრობის აპლიკაციაზე მოსაზრებას 2-3 კვირის ვადაში წარადგენს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი ვარაუდობს, რომ ევროკომისია საქართველოს წევრობის აპლიკაციაზე მოსაზრებას 2-3 კვირის ვადაში წარადგენს. ამის შესახებ კარლ ჰარცელმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიების დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით, რათა საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე და პატივი მივაგო სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დღეს აქ ვიხილეთ. ისინი ემსახურებიან არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის დაცვას, არამედ იცავენ ევროპულ ღირებულებებს მსოფლიოს მასშტაბით: ავღანეთში, აფრიკაში და სხვაგან. გილოცავთ ყველას. ჩვენ ჯერ კიდევ ველით იმ დროს, როცა ევროკომისია წარადგენს თავის მოსაზრებას საქართველოს წევრობის აპლიკაციაზე, ასევე უკრაინისა და მოლდოვის აპლიკაციებზე. ვვარაუდობ, რომ ეს მომდევნო 2-3 კვირის ვადაში მოხდება“, - განაცხადა ჰარცელმა.

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ზუსტად 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს მიიღო.