მთავრობის მეთაური ტეხასის სკოლაში მომხდარ მასობრივ სროლას ეხმაურება და ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს

მთავრობის მეთაური ტეხასის სკოლაში მომხდარ მასობრივ სროლას ეხმაურება და ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტეხასის დაწყებით სკოლაში მომხდარ მასობრივ სროლას ეხმაურება და ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს. ამის შესახებ პრემიერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.
 

„ჩვენ შეძრულნი ვართ ახალი ამბით ტეხასის შტატის უვალდეს დაწყებით სკოლაში საშინელი მასობრივი სროლის შესახებ. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და თანაგრძნობას ვუცხადებ ჩემი და თითოეული ქართველის სახელით დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს. ჩვენ ვდგავართ ამერიკელ ხალხთან ერთად ამ მწუხარების დროს,"- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

Aburjga Tasmanieli 400 მილიონი საბრძოლო იარაღია გაყიდული. მკვლელმა 2 საბრძოლო შაშხანა როცა 18 წელი შეუსრულდა მაშინ შეიძინა! აშშ-ს აქვს ძალიან დიდი პრობლემები, მენტალურიც და საკანონმდებლოც. მაგალიტად, იმ ტეხასისი შტატში სადაც ეს უბედურება დატრიალდა საბრძოლო იარაღის შეძენა შეიძლება 18 წლიდან. რამდებნადაც არ უნდა გაგიკვირდეთ ტეხასში ქილა ლუდს ვერ შეიძენთ თუ 21 წლის არ ხართ! ასე იცის ლგბტ დემოკრატიამ, ასეთია მისი სიღრმისეული შინაარსი!
2 წლის უკან