ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატ კოლეგასთან შეხვედრას „ტვიტერში

ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატ კოლეგასთან შეხვედრას „ტვიტერში" ეხმაურება - ვისაუბრეთ  საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ხორვატ კოლეგასთან შეხვედრას ეხმაურება.

„სასიამოვნო შეხვედრა მქონდა ჩემს ხორვატ კოლეგასთან. ანდრეი პლენკოვიჩთან  ვისაუბრეთ  საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ხაზი გავუსვით შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით  რეგიონში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას,"- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის „ტვიტში".