"უკრაინამ რუსეთს ტერიტორიები უნდა მისცეს" - ჰენრი კისინჯერი" - რას წერს The Daily Telegraph

„აშშ-ის დიპლომატიის ვეტერანმა ჰენრი კისინჯერმა დასავლეთს მოუწოდა, რომ შეწყვიტოს მცდელობები უკრაინაში რუსეთის არმიის დასამარცხებლად და გააფრთხილა, თუ ამერიკა, ევროკავშირი და ნატო ასეთ მცდელობებს გააგრძელებენ, მაშინ ეს, ყველაფერი ევროპული სტაბილურობისათვის კატასტროფულ შედეგებს მოიტანს“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „ჰენრი კისინჯერი: უკრაინამ რუსეთს ტერიტორიები უნდა მისცეს“ (ავტორი - ამბროსი ევანს-პრიჩარდი).

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და ცივი ომის დროს აშშ-სა და ჩინეთს შორის დაახლოების არქიტექტორმა ჰენრი კისინჯერმა, რომელიც ამჟამად დავოსის ფორუმზე იმყოფება, განაცხადა, რომ დასავლეთი არ უნდა აჰყვეს ფატალურად დღეს შექმნილ განწყობას და არ უნდა დაივიწყოს რუსეთის კუთვნილი ადგილი ევროპის ძალთა ბალანსში. დოქტორ ჰენრი კისინჯერის თქმით, არ უნდა იქნეს დაშვებული ომის ხანგრძლივად გაჭიანურება და უფრო მეტიც - დასავლეთმა უნდა ურჩიოს უკრაინას, რომ კიევი მოლაპარაკებაზე დათანხმდეს.

„მოლაპარაკება უახლოეს ორ თვეში უნდა დაიწყოს, ანუ მანამდე, სანამ ამჟამინდელი სიტუაცია კიდევ უფრო არ გართულდება და შემდეგ პრობლემების გადალახვა ძნელი იქნება. გამმიჯნავი ხაზი ომამდელ სტატუსკვოს უნდა დაუბრუნდეს“, - განაცხადა ჰენრი კისინჯერმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას.

Aburjga Tasmanieli აი რა განაცხადა ცნობილმა ამერიკელმა სახელმწიფო მოღვაწემ, დიპლომატმა და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა: ‘ჩვენ გვქონდა მხოლოდ სექსი, მათ კი (საბჭოთა ადამიანებს) ჰქონდათ სიყვარული. ჩვენ გვქონდა მხოლოდ ფული, მათ ჰქონდათ გულწრფელი ადამიანური მადლიერება და ასე იყო ყველაფერში. მე ვერავინ მიწოდებს სოციალიზმის თაყვანისმცემელს, მე დასავლელი ადამიანი ვარ დასავლური აზროვნებით, მაგრამ მიმაჩნია, რომ საბჭოთა კავშირში მართლაც იბადებოდა ახალი ადამიანი, შეიძლება ითქვას, _ Homo Soveticus-ი. ეს ადამიანი ჩვენზე ერთი საფეხურით მაღლა იდგა და ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ დავანგრიეთ ეს ნაკრძალი. შესაძლოა, ეს ჩვენი უდიდესი დანაშაულია’
2 წლის უკან