მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება იყოს - კი საქართველოს ევროკავშირის გზაზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა.
„2 669 კითხვა, 3 600 გვერდი, 30 დღე - საქართველოს მიერ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გაღებული ღვაწლი, შრომა და ბრძოლა ევროპაში დამსახურებული ადგილისთვის, შედგენილი საქართველოს ათასობით თავდადებული საჯარო მოხელის მიერ. მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება იყოს - კი საქართველოს ევროკავშირის გზაზე“, - დაწერა შალვა პაპუაშვილმა Twitter-ზე.
10 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა, რომელიც ქვეყანამ განსაზღვრულ ვადაზე ადრე შეავსო.