„ვალენსიას“ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი ტოპ ხუთ ჩემპიონატში დარტყმების მოგერიების პროცენტული მაჩვენებლით მე-14 ადგილზეა.
Opta-მ პრემიერლიგაში, სერია A-ში, ბუნდესლიგაში, ლა ლიგასა და ლიგა 1-ში მოთამაშე მეკარეების სტატისტიკა დაითვალა. მხოლოდ ორი კრიტერიუმი იყო: მეკარეს მინიმუმ 10 მატჩი უნდა ჰქონოდა ჩატარებული და სტატისტიკა დათვლილია მხოლოდ შიდა ლიგების მატჩების მიხედვით. შესაბამისად, მასში არ შედის სათასო და ევროტურნირების მატჩები.
მამარდაშვილმა, რომელმაც ლა ლიგაში 18 თამაში ჩაატარა, დარტყმების 73.33% მოიგერია, რაც როგორც ვთქვით, ზემოჩამოთვლილ ხუთ ჩემპიონატში მე-14 შედეგია და ჯანლუიჯი დონარუმასაც კი უსწრებს, ხოლო კონკრეტულად ესპანეთში - მესამე. გიორგიზე უკეთესი შედეგი მხოლოდ იასინ ბონოს და ტიბო კურტუას აქვთ. აღსანიშნავია, რომ მათ ქართველ მეკარეზე გაცილებით მეტი თამაშიც ჩაატარეს.