ანჩელოტი:

ანჩელოტი: "ისკოს კარიერა "რეალში" დასრულებულია, მეტის გაკეთება შეეძლო"

მადრიდის „რეალს“ ისკო დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია კარლო ანჩელოტიმ ოფიციალურად დაადასტურა. ჯერჯერობით, უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას 30 წლის ესპანელი ნახევარმცველი.

„მისი დებიუტი „რეალში“ ჩემს პირველ მატჩს დაემთხვა და გოლი თავური დარტყმით გაიტანა. დღეს მან აქ ბოლოჯერ ითამაშა, მეტი შეეძლო გაეკეთებინა, მაგრამ ის ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ელემენტი იყო ამ წლების განმავლობაში“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ ისკო მადრიდის „რეალმა“ 2013 წელს „მალაგადან“ დაიმატა და მას შემდეგ ესპანელმა ნახევარმცველმა 353 მატჩში 53 გოლი გაიტანა და 18 ტიტული მოიგო. ისკოს 28 მაისს მე-19 ტიტულის მოგების შანსიც ექნება და თუ „რეალი“ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ისკოს ამ ჯილდოს მეხუთედ დაეუფლება.