ლიზ ტრასი: მსურს, მოლდოვა ნატოს სტანდარტებით აღჭურვილი ვიხილო, ამაზე დისკუსია ჩვენს მოკავშირეებთან გვაქვს

ლიზ ტრასი: მსურს, მოლდოვა ნატოს სტანდარტებით აღჭურვილი ვიხილო, ამაზე დისკუსია ჩვენს მოკავშირეებთან გვაქვს

მსურს, მოლდოვა ნატოს სტანდარტებით აღჭურვილი ვიხილო, ამაზე დისკუსია ჩვენს მოკავშირეებთან გვაქვს, – ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მოლდოვის თავდაცვის შესაძლებლობებიც არ არის ნატოს სტანდარტების, რომლითაც რუსეთის სამომავლო თავდასხმის შეჩერება შეეძლება.

„მსურს, მოლდოვა ნატოს სტანდარტებით აღჭურვილი ვიხილო. ამაზე დისკუსია ჩვენს მოკავშირეებთან გვაქვს. პუტინმა აბსოლუტურად მკაფიოდ გამოააშკარავა საკუთარი ამბიციები დიდი რუსეთის შექმნის შესახებ – და მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ძალისხმევა კიევის აღებასთან დაკავშირებით წარუმატებელი იყო, არ ნიშნავს, რომ მან მიატოვა ეს ამბიციები“, – განაცხადა ტრასმა.

მედიის ცნობით, შეთანხმების შემთხვევაში, ნატოს წევრი ქვეყნები მოლდოვას თანამედროვე იარაღს მიაწვდიან, რათა ქვეყანამ საბჭოთადროინდელი თავდაცვის აღჭურვილობა ჩაანაცვლოს, ხოლო ადგილობრივ ჯარისკაცებს სპეციალური სწავლებების გავლა მოუწევთ, მათი გამოყენების შესწავლის მიზნით.