„პირველად, დედოფლისწყაროს არსებობის ისტორიაში, 24 საათიანი წყალმომარაგება იქნება“

„პირველად, დედოფლისწყაროს არსებობის ისტორიაში, 24 საათიანი წყალმომარაგება იქნება“

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ცენტრალური პარკი გაკეთდება, რომელიც 17 ჰა-ზე იქნება გაშენებული. აღნიშნული თემა ოპოზიციამ აიტაცა და ვინაიდან, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნული მუნიციპალიტეტიდან არის, თემა პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანეს.

რატომ ატყდა სკვერთან დაკავშირებით ამხელა აჟიოტაჟი, როგორი პარკი კეთდება, ასევე რა პრობლემები გვარდება პრემიერის რაიონში, ამ ყველაფერზე FOR.GE-ს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ესაუბრა.

სკვერი, რომელიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში უნდა გაკეთდეს, ოპოზიციური ტელევიზიებისა და ოპოზიციის მხრიდან განხილვის თემად იქცა. რატომ მიიქცია ასეთი დიდი ყურადღება?

- დედოფლისწყაროში ცენტრალური პარკი კეთდება და ოპოზიციამ პოლიტიკურ თემად გადააქცია. ოპოზიციური ტელევიზიების მხრიდან იყო მცდელობა, რომ დიდი საქმე რაც შეიძლება დაეკნინებინათ და საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია გამოეწვიათ, თუმცა პირიქით მოხდა.

თავად ამ პროექტის შესახებ რომ გვითხრათ, მართლაც 14 მილიონი ჯდება?

- პროექტის ღირებულება 14 მილიონი ლარია. ამ თანხით კოლოსალური სამუშაოები უნდა ჩატარდეს. ცენტრალური პარკი განთავსდება 17 ჰექტარ ტერიტორიაზე, მოხდება გამწვანების განახლება, ახალი ნარგავების დარგვა, სარწყავი სისტემის მოწყბა. ორი არსებული დამშრალი ტბის აღდენა მოხდება და ამ ტბაზე ხიდი გაკეთდება. მოეწყობა ღია და დახურული რესტორნები. ბავშვთა ატრაქციონები განთავსდება. მოეწყობა მინი-საფეხბურთო სტადიონი და ჩოგბურთის კორტები და ასევე გაკეთდება სარბენი და ველოსიპედის ბილიკები.

ცენტრალურ პარკს ბიზნეს დატვირთვაც ექნება. გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონებში დასაქმება ჭირს, ამ მხრივ ნაწილობრივ პრობლემა მოიხსნება, თუკი რესტორნები გაიხსნება და დასაქმდებიან ადგილობრივები...

- ცენტრალურ პარკში ყველა ასაკის თაობის წარმოამდგენელს ექნება საშუალება დაისვენოს. შესაბამისად, ღია და დახურული კაფეებიც იმიტომ კეთდება, რომ ნაყინი იქნება, ტკბილეული იქნება, ყველასთვის ხელმისაწვდმი იყოს. რა თქმა უნდა, ეს დამატებით სამუშაოებს შექმნის. ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია. სკვერის დასრულების შემდეგ, მას მოვლა-პატრონობა დასჭირდება, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა განახორციელებს. ამ მხივადაც დამატებითი სამუშაოები შეიქმნება.

ასევე, ცნობილია, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში წყლის პრობლემა არის, ამ კუთხით თუ მიმდინარეობს მუშაობა?

- წყალი დედოფლისწყაროსთვის ყოველთვის პრობლემური საკითხი იყო. მუნიციპალიტეტის არსებობის ისტორიაში 24- საათიანი წყალმომარაგება არ ყოფილა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად გიგანტური ნაბიჯები გადაიდგა. მთავრობამ 58 მილიონი ლარი გამოჰყო და მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე აქტიური სამუშაობი მიმდინარეობს, რათა 24-საათიანი წყალმომარაგება გვქონდეს. რაც შეეხება თავად ქალაქ დედოფლისწყაროს, სოფელ ხორნაბუჯსა და სოფელ სამრეკლოს, რომელსაც წყლის ერთი სისტემა ექნება, მდინარე იორზე არსებული დალის წყალსაცავიდან მოხდება სასმელი წყლის ამოტანა. ამ პროექტზე 41 მილიონი იხარჯება. სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია. სარწყავ ნაგებობაზე გაკეთდა დენის წყარო, რომელიც არ იყო. ასევე, 32 კმ-ანი ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობა დასრულებულია და უახლოეს დღეებში დაიწყება დალის წყალსაცავზე შემკრები ნაგებობის საქაჩის მშენებლობა. 2023 წლის დასაწყისში აღნიშნული პროექტი დასრულდება და პირველად, დედოფლისწყაროს არსებობის ისტორიაში, 24 საათიანი წყალმომარაგება იქნება.

ხორბლის აღების პერიოდი იწყება. საუბარი არის, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო ქვეანაში ხორბლის დეფიციტი შეიქმნა. დედოფლისწყარო ცნობილია ხორბლით და ამ მხრივ მოსავალი წელს როგორი იქნება და ამ პრობლემას ნაწილობრივ მაინც თუ გადაჭრის?

- „ქართული ოცნების“ აქტიური მუშაობის შედეგად, შეიქმნა ვაუჩერები, რომლითაც გლეხი მიწას ამუშავებს, ასევე ტექნიკა განახლდა - ეს იქნება სახნავი თუ მოსავლის ასაღები კომბაინი. წლიდან წლამდე დამუშავებული მიწის ფართობები იზრდება. ბოლო წლებია დედოფლისწყაროში, ფაქტობრივად, დაუმუშავებელი მიწა არაა, საუბარი მაქვს შირაქის ველზე. წელსაც მოლოდინი გვაქვს, რომ ნორმალური მოსავალი იქნება. საქართველოში მოყვანილი ხორბლის ლომის წილი დედოფლისწყაროზე მოდის. როგორც გასულ წლებში, წელსაც ჩვენი მუნიციპალიტეტი ბარაქიან ალაობას ჩაატარებს.

DDDzia "ჩვენი მუნიციპალიტეტი ბარაქიან ალაობას ჩაატარებს".
ალაობას, თუ ალოობას?
ალაობა ძველქართულად სისულელეს, შეუსაბამობას ნიშნავს.
კახეთში გავრცელებულია გამოთქმა - შენ ალაოდ ხომ არ ხარო?
ეს ნიშნავს, რომ ცოტა ვერ ხარო.
ალოობა კიდევ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოთა დროა.
ჰოდა ჟურნალისტო, რატომ გააფუჭეთ ეს შეანიშნავი სტატია?
1 წლის უკან