"რომა" დიბალას ტრანსფერით დაინტერესდა

იტალიური „რომა“ „იუვენტუსის“ თავდამსხმელის, პაულო დიბალას ტრანსფერით დაინტერესებულია. როგორც ადგილობრივი მედია წერს, არგენტინელი ფეხბურთელის დამატება ჟოზე მოურინიოს სურს.

მხარეებს შორის ჯერ მოლაპარაკებები არ დაწყებულა, მაგრამ პირველი კონტაქტი შედგა და რომაელებმა დიბალას სიტუაციის შესწავლა დაიწყეს, რასაც შესაძლოა ქმედითი ნაბიჯებიც მოჰყვეს.

პაულო დიბალას 30 ივნისს კონტრაქტი ეწურება და „იუვენტუსს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. სწორედ ამიტომაც, „რომა“ ეცდება 28 წლის ფეხბურთელს ხელსაყრელი პირობები შესთავაზოს.

შეგახსენებთ, რომ დიბალა „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობს და 291 შეხვედრაში 115 გოლი აქვს გატანილი.