მადრიდის „ატლეტიკო“ „ბარსელონასგან“ ანტუან გრიზმანის გამოსყიდვას არ აპირებს და დიდი შანსია, რომ ფრანგი ფორვარდი ზაფხულში კატალონიაში დაბრუნდეს.
Cadena Cope-ს ინფორმაციით, მადრიდული კლუბის სამწვრთნელო შტაბი გრიზმანის თამაშით უკმაყოფილოა და ფრანგს „ბარსელონაში“ დაბრუნება მოუწევს.
გრიზმანი „ატლეტიკოს“ გასულ ზაფხულს იჯარით შეუერთდა და 37 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. ანტუანს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.