დღეს უკვე აღარავინ დავობს იმაზე, რომ გასული საუკუნის ერთ–ერთი ყველაზე დიდ მუსიკოსი და პოეტი – ვლადიმერ ვისოცკი ამ ქვეყნიდან ისე წავიდა, რომ არათუ სათანადო აღიარება, ნორმალური ყოფითი პირობებიც არ ღირსებია. საქართველოში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ბევრი ჩვენი თანამემამულე ამ ქვეყნიდან დაუფასებელია წავიდა. თუმცა, აშკარაა, რომ მსგავსი “ტენდენცია“ არც რუსეთში იყო უცხო და სწორედ ამიტომ, რუსეთში ბოლო დროს, ვისოცკის შესახებ უფრო და უფრო ბევრს საუბრობენ.
სულ ცოტა ხნის წინ, მრავალი თაობის კუმირის, ლეგენდარული მსახიობის, ბარდისა და ადამიანის, ვლადიმერ ვისოცკის ცხოვრების შესახებ რეჟისორმა პეტრე ბუსლოვმა ფილმი გადაიღო, რომლის პირველი ტრეილერიც უკვე გამოჩნდა ინტერნეტის ქსელში.
როგორც ფილმის ავტორები ამბობენ, რუსეთის კინოთეატრებში სურათი 2011 წლის მეორე ნახევარში გამოვა. სცენარის ავტორია ვისოცკის შვილი, მსახიობი ნიკიტა ვისოცკი. როლებს ასრულებენ ოქსანა აკინშინა, სერგეი ბეზრუკოვი, ივან ურგანტი, ვლადიმერ მენშოვი და სხვა ცნობილი რუსი მსახიობები. რაც შეეხება ვისოცკის, მისი როლის შემსრულებლის ვინაობა ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია.