რამდენიმე თვის წინ ბრიტანულ სპორტულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ კატალონიური „ბარსელონას“ ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი ესპანეთში ცხოვრებით უკმაყოფილოა და ამ ქვეყნის დატოვებას აპირებს.
კულუარული ცნობით, 26 წლის ნახევარმცველი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადაბარგებას აპირებდა. წინა კვირას ესპანურ მას-მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ნეიმარის „ბარსელონაში“ გადასვლის შემდეგ ფაბრეგასი „ნისლიანი ალბიონის“ ქვეყანაში აუცილებლად გადავიდოდა.
კატალონიური კლუბი გონს მალე მოეგო და წამყვანი ნახევარმცველი 200 მილიონ ევროდ შეაფასა.
გუშინ გამოცემას „Goal.com” ფეხბურთელის ახლო მეგობარი, ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი გილიომ ბალაგე ესაუბრა. მან აღნიშნა, რომ ფაბრეგასმა ინგლისში დაბრუნების გადაწყვეტილება გადათქვა.
„სესკი ესპანელია და ამ ქვეყანაში თამაში სურს. იყო საუბარი რომ ინგლისში დაბრუნდებოდა. ცოტა ხნის წინ სესკს მძიმე პერიოდი დაუდგა. მას ბარსელონაში ცხოვრება კატეგორიულად აღარ სურდა. საბედნიეროდ ფეხბურთელმა ეს დეპრესია დასძლია და ისტორიულ სამშობლოსთან გამოთხოვებაზე აღარ ფიქრობს.“ - განაცხადა გილიომ ბალაგემ.