რუსი სამხედროები იღუპებიან არა იმისთვის, რომ თავიანთ ქვეყანას იცავენ, არამედ იმის გამო, რომ სხვა ქვეყნის ოკუპაციას ცდილობენ, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც მან წითელ მოედანზე საზეიმო აღლუმის დაწყებამდე, უკრაინაში ომის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.
პოდოლიაკის განცხადებით, ამ ომისთვის არანაირი რაციონალური მიზეზი არ არსებობდა.
„მოდი ახლიდან ვისაუბროთ. ნატოს ქვეყნები არ აპირებდნენ რუსეთზე თავდასხმას. უკრაინა არ გეგმავდა ყირიმზე თავდასხმას. რუსი სამხედროები იღუპებიან არა იმისთვის, რომ თავიანთ ქვეყანას იცავენ, არამედ იმის გამო, რომ სხვა ქვეყნის ოკუპაციას ცდილობენ. არანაირი რაციონალური მიზეზი ამ ომისთვის არ არსებობდა გარდა რუსეთის ავადმყოფური იმპერიალისტური ამბიციებისა“,- განაცხადა პოდოლიაკმა.