გიგი უგულავა::  სააკაშვილს მოუვა რაღაც ციხეში და დაგჭირდებათ ძმაკაცობა მღვდლებთან, ბევრი წესის აგება მოუწევთ, თვითონ ჩავერთვები შურისძიებაში

გიგი უგულავა:: სააკაშვილს მოუვა რაღაც ციხეში და დაგჭირდებათ ძმაკაცობა მღვდლებთან, ბევრი წესის აგება მოუწევთ, თვითონ ჩავერთვები შურისძიებაში

მირჩევნია, ვცხოვრობდე ისეთ ქვეყანაში, სადაც პატრიარქს არ აქვს ვალდებულება, ჩაერიოს პოლიტიკურ საკითხებში, ისევე, როგორც პირიქით, პოლიტიკოსები არ უნდა ერეოდნენ ეკლესიის საკითხებში, – განაცხადა ოპოზიციონერმა, გიგი უგულავამ „ტვ პირველის“ ეთერში.

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ სააკაშვილი ციხეში რომ გარდაიცვალოს, თავად ჩაერთვება შურისძიებაში. უგულავას თქმით, ხელისუფლებას ბოლომდე არ აქვს ამ თემასთან დაკავშირებული სიტუაცია გაცნობიერებული.

„ისევ დავუბრუნდები – კი, ბატონო, იარეთ მღვდლებთან, დაგჭირდებათ ძმაკაცობა მღვდლებთან, რადგან წესის აგება მღვდლის საქმეა და ბევრი წესის აგება მოუწევთ. სააკაშვილს მოუვა რაღაც ციხეში და პირდაპირ ვამბობ, მერე ვნახოთ, როგორ განვითარდება – ყველა ის ადამიანი, ვინც პასუხისმგებელია; ვისაც შეუძლია და ამას არ აკეთებს, მიიღებს დიდ შურისძიებას. კბილი კბილისა წილ იქნება, თვალი თვალისა წილ იქნება. კლავთ ადამიანს?! მე არ მიყვარს მიკიბვ-მოკიბვა, პირდაპირ ვამბობ – სააკაშვილს ციხიდან გამოიტანენ მკვდარს და ყველა, ვინც არის პასუხისმგებელი, სულ რომ ბოლო წუთი იყოს, მე თვითონ ჩავერთვები შურისძიებაში და ასეთი არის ათიათასობით ადამიანი. ფიზიკურ შურისძიებაზეა საუბარი. მოკლავენ პრეზიდენტს და ამაზე პასუხს არ მოსთხოვს სახელმწიფო და მოსთხოვს ხალხი. დიახ – შუასაუკუნეებში ვართ?! ერთი წუთითაც არ ვიხევ უკან, პირდაპირ გეუბნებით. კაცს კლავენ და ლოყებდაბერილი ვოლსკი გვეუბნება, თავის თავს დააბრალოსო. აი, ვინ ვის დააბრალებს, მერე ვნახავთ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

mamuka65 კი, ფიზიკურად კი გაქვს ტრაკი გასიებული, მაგრამ რეალურად რისი ტრაკი გაქვს, შე ყვერჩიტავ?!
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ნაჯდომია ხომ იცით, თანაც რა სპრავედლივი საქმეებისათვის, რამკითაა გამოსული! ჰოდა ფრთხილად უნდა იყოს ქართული საზოგადოება,თორემ ეს უგულო კაცი თუ გამძინვარდა კარგი დღე არ დაადგება საქართველოს! იქეთ არესტოვიჩი, აქეთ პოდლეციაკი, კიდევ უგულავაც?! დაგვენძრა ქართველებს და ეგ არის!
2 წლის უკან