რომან გოცირიძე: სააკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის ერთი ხმა გვაკლია - უნდა მოვუწოდო ბატონ გახარიას, ერთი ხმა არის საჭირო და სიმართლის დადგენას შეუწყოს ხელი

რომან გოცირიძე: სააკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის ერთი ხმა გვაკლია - უნდა მოვუწოდო ბატონ გახარიას, ერთი ხმა არის საჭირო და სიმართლის დადგენას შეუწყოს ხელი

კომისიის შექმნისთვის ერთი ხმა არის საჭირო, 49 ხელმომწერია, ერთი ხმა გვაკლია - უნდა მოვუწოდო ბატონ გახარიას, ერთი ხმა არის საჭირო, თავი რომ ოპოზიციონერად მოაქვს ამ პარტიას, სიმართლის დადგენას შეუწყოს ხელი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები რომ არ იქნას გამოძიებული, ამიტომ გააგდეს ბადრი ჯაფარიძე პარლამენტიდან და ახლა გვეუბნებიან, რატომ არ ქმნით საგამოძიებო კომისიასო. უნდა მოვუწოდო ბატონ გახარიას, ერთი ხმა არის საჭირო, თავი რომ ოპოზიციონერად მოაქვს ამ პარტიას, რა ჭირს, სიმართლის დადგენას შეუწყოს ხელი, ხომ არ მივმართავთ, რომ სააკაშვილის გათავისუფლებაზე პეტიციას მოაწერონ ხელი. 49 ხელმომწერია, ერთი ხმა გვაკლია, ფორმალურად გვეუბნებიან, რომ არსებობენ პარლამენტში ოპოზიციური პარტიები“, - განაცხადა გოცირიძემ.

Aburjga Tasmanieli ის ერთი ხმა რომელია, რომელი ხმაა, ბასი, სოპრანო თუ კრინი?! ერთი ხმა კი არ გაკლიათ, სინდისის ტოტალური დეფიციტი გაქვთ, მთელ სანაცეთს ევროსაც და ადგილობრივსაც!
2 წლის უკან
amo თქვენ იარეთ სულ თავდაღმართში (სხვათა შორის რაჭული გამოთქმაა)
2 წლის უკან