„მოქალაქეების“ წევრის, პარლამენტის ვიცე-სპიკერ ლევან იოსელიანის განცხადებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზღავარგარეთ იმ შემთხვევაში უნდა გადაიყვანონ, თუ ის საქართველოში შესაბამის სერვისს ვერ მიიღებს.
„მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ იმ შემთხვევაში უნდა გადაიყვანონ, თუ მკურნალობის კონკრეტული სერვისი საქართველოში ვერ მიეწოდება და აქ არ არის საშუალება, რომ მას ეს მკურნალობა ჩაუტარდეს. ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია ოჯახის პოზიცია, მაგრამ მე არ მგონია ამას მოჰყვეს დიდი პოლიტიკური მღელვარება საბოლოო ჯამში, ანუ იმ აქციებს, რომელსაც ოჯახი აანონსებს შეუერთდეს იმ რაოდენობის ადამიანი, რომელიც რაიმე ტიპის პოლიტიკურ ცვლილებებს გამოიწვევს ქვეყანაში და ამას აქვს მარტივი მიზეზი, რომ "ნაციონალურ მოძრაობას არ ჰყავს საკმარისი მხარდამჭერი," - აცხადებს ლევან იოსელიანი.
მიხელ სააკაშვილის ოჯახის წევრები მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს გეგმავენ.