ოკუპანტებმა „აზოვსტალზე“ შტურმი დაიწყეს

ოკუპანტებმა „აზოვსტალზე“ შტურმი დაიწყეს

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხანაზე შტურმი დაიწყეს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტი ანდრეი ცაპლიენკო „ტელეგრამში“ იუწყება. „სწორედ ახლა ცდილობენ ქარხნის ტერიტორიაზე შეჭრას. მეტი დეტალი ჯერ არ არის“, - განაცხადა ცაპლიენკომ.

მისი თქმით, ინფორმაცია მას „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ დაუდასტურა.

"მთელი ღამე გვაბომბავდნენ, დაიღუპა ორი ქალი, ახლა კი „აზოვსტალზე“ შტურმს ახორციელებენ", - განაცხადა „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა.

მისივე თქმით, შტურმამდე რუსული ავიაცია რამდენიმე საათის განმავლობაში ბომბავდა „აზოვსტალს“, რამაც მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. ჟურნალისტის ინფორმაციით, მარიუპოლის ყველა რაიონში კვამლის სვეტი ჩანს.

Aburjga Tasmanieli 10-ჯერ მაინც გაგიკეთეს მწვანე დერეფანი, ბოლოს გაეროს მეთვალყურეობითაც!!! ქალს და ბავშცვს მაქ რაღა უნდათ?
2 წლის უკან