კარლ ჰარცელი: ევროკავშირისთვის გადამწყვეტია, რომ მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება

კარლ ჰარცელი: ევროკავშირისთვის გადამწყვეტია, რომ მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა.

როგორც ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია პირველწყაროდან არ აქვს.

„არ მაქვს ინფორმაცია ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პირველწყაროდან და არც ექიმი ვარ, რომ სწორი შეფასებები გავაკეთო, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ შეშფოთებული ვართ გავრცელებულ მოხსენებებთან დაკავშირებით, მათ შორისაა სამედიცინო ექსპერტების ანგარიში სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ. ჩემთვის და ევროკავშირისთვის გადამწყვეტია, რომ ბატონი სააკაშვილის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა. ეს არ არის პოლიტიკური არჩევანის საკითხი, ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების საკითხი“, – განაცხადა ჰარცელმა.

Aburjga Tasmanieli კარლო, პატიმრისათვის სტანდარტული საჭმელთ უზრუნველყოფაზე სახელმწიფოა პასუხისმგებელი. ხოლო პატიმარი თუ არ ჭამს და რაღაც ახირებულმოთხოვნებს აყენებს, მაშინ სახელმწიფომ რა ქნას პატიმარის ნება სურვილზე იაროს?! ნაგვები ხართ ეს ევროპელები, ორპირები, უსინდისოები, გამოსირებულები, შათლახები! ხელისუფლებავ, გაიტანეთ ეს ევროამერიკული ნაგავი აქედან, გაიტანეთ!
2 წლის უკან