გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი მანამ გაგრძელდება, სანამ რუსეთი მის დასრულებას არ გადაწყვეტს.
„ომი შეხვედრებით არ დასრულდება. ომი დასრულდება მაშინ, როდესაც რუსეთი გადაწყვეტს მის დასრულებას და როდესაც ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, სერიოზული პოლიტიკური შეთანხმების შესაძლებლობა იქნება. შეგვიძლია ყველა შეხვედრა გავმართოთ, მაგრამ ეს არ დაასრულებს ომს“, - აღნიშნა უკრაინაში ვიზიტით მყოფმა გაეროს გენერალურმა მდივანმა.