პეტრე ცისკარიშვილი სააკაშვილზე: დაბრუნებაზე წინასწარ რას მეკითხებით, ჯერ გამოჯანმრთელდეს ადამიანი და დაბრუნებაზე მერე ვისაუბროთ

პეტრე ცისკარიშვილი სააკაშვილზე: დაბრუნებაზე წინასწარ რას მეკითხებით, ჯერ გამოჯანმრთელდეს ადამიანი და დაბრუნებაზე მერე ვისაუბროთ

დაბრუნებაზე წინასწარ რას მეკითხებით, ჯერ გამოჯანმრთელდეს ადამიანი და დაბრუნებაზე მერე ვისაუბროთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

ცისკარიშვილმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს არ შეუძლია გადაადგილება, აქვს ნევროლოგიური პრობლემები და გართულებულია მასთან კომუნიკაცია, როდესაც საპატიმროში მოსანახულებლად ადვოკატები და დეპუტატები შედიან.

კითხვაზე უცხოეთში მკურნალობის შემთხვევაში, სააკაშვილი დაბრუნდება ისევ პენიტენციურ დაწესებულებაში, თუ როგორ განვითარდება შემდეგ პროცედურები, ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ამ პრობლემის მოგვარების ძალიან ბევრი სამართლებრივი გზა არსებობს. კერძოდ, ცისკარიშვილის განმარტებით, პენიტენციურ სისტემას შეუძლია, შეაჩეროს მიხეილ სააკაშვილის სასჯელი და მისი საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში განაახლოს. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა იქვე დასძინა, რომ „დაბრუნებაზე მერე ვისაუბრო“.

„დაბრუნებაზე წინასწარ რას მეკითხებით, ჯერ გამოჯანმრთელდეს ადამიანი და დაბრუნებაზე მერე ვისაუბროთ. ამ ეტაპზე მთავარია, ადამიანი გამოჯანმრთელდეს. ისე მეკითხებით, თითქოს, უკვე წასულია და იქ მკურნალობის კურსს გადის. რას ამბობს? - ამაზე ერთხელ მან უკვე გააკეთა განცხადება. სი ამბობს, რომ მომეცით საშუალება, დავტოვო ქვეყანა, გამოვჯანმრთელდე. ქართულ პოლიტიკასთან შეხება აღარ მექნება“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გამგზავრებას ითხოვს. პარტიის წევრები ირწმუნებიან, რომ ეს მისი სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზაა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, სააკაშვილი პენიტენციურ სისტემაში მოთავსების დღიდან ინტენსიური, 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო სერვისით.

amo თუშური ყველი ყვარებია ნამეტნავად
2 წლის უკან