ჰერმან საბო: კობახიძის განცხადება რომ დავიჯეროთ, მაშინ მიხეილ სააკაშვილი გამოდის ლელა კაკულია

ჰერმან საბო: კობახიძის განცხადება რომ დავიჯეროთ, მაშინ მიხეილ სააკაშვილი გამოდის ლელა კაკულია

კობახიძის განცხადება რომ დავიჯეროთ, მაშინ მიხეილ სააკაშვილი გამოდის ლელა კაკულია, - ასე გამოეხმაურა „გირჩის“ წევრი, დეპუტატი ჰერმან საბო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ სააკაშვილს საქართველოში გახარიასა და ხაზარაძესთან ერთად ხელისუფლებაში მოსვლის, შემდეგ კი ქვეყნის ომში ჩართვის გეგმა ჰქონდა.

„კობახიძის განცხადება რომ დავიჯეროთ, მაშინ მიხეილ სააკაშვილი გამოდის ლელა კაკულია. მთელი უკრაინა რომ არ ფიქრობდა, რომ რუსეთი შეიჭრებოდა მათ ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილმა ბევრად ადრე იცოდა და ასეთი „მნაგახადოვკა“ დაალაგა - მე ამის არ მჯერა. მე მგონია, რომ სააკაშვილი აქ ჩამოვიდა თემის ბოლომდე ასაწევად. ის თვლიდა, რომ როგორც კი მას ქართველი ხალხი ციხეში დაინახავდა, ყველა გამოვიდოდა ქუჩაში და მას გამოიყვანდნენ ხელში ატატებულს ციხიდან და დასვამდნენ პრეზიდენტად თუ პრემიერად. რატომ ჰქონდა მას ეს წარმოდგენა, კაცმა არ იცის - შეიძლება, იმ გარემოცვის გამო, რომელიც მან გარშემო შემოიკრიბა თუ დაიტოვა. საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ მისი წარმოდგენა რეალობაზე არ შეესაბამებოდა რეალობას, ამიტომაც ის დღეს ციხეში ზის“, - აცხადებს ჰერმან საბო.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დაგეგმილი სცენარის მიხედვით, სააკაშვილს საქართველოში ჯერ უნდა აეჭრა სიტუაცია, გახარიასა და ხაზარაძესთან ერთად ხელისუფლებაში მოსულიყო, შემდეგ კი ქვეყანა ომში ჩართულიყო.