საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ მათ, ვისაც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის გათავისუფლება სურთ, ერთადერთ მიზნად ქვეყანაში არეულობა და მეორე ფრონტის გახსნა აქვთ.
„უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, მით უფრო, უკრაინის თანამდებობის პირების განცხადებების შემდეგ, რომ მისი [მიხეილ სააკაშვილის] გამოსვლა არეულობისა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისთვის უნდათ. ეს უკვე აღიარებულია როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მხრიდან, ისე - უკრაინის თანამდებობის პირებისგან. ვციტირებ: „სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში, ის ომს დაიწყებდა. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ომისთვის მზად არ არის“. ესაა უკრაინის თანამდებობის პირის განცხადება, რომელიც ერთი ერთი ემთხვევა საქართველოში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ - ომის პარტიის ლიდერების განცხადებებს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.