უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა, საელჩოში გამართულ ბრიფინგზე, უპასუხა მედიის კითხვას იმ აუდიოჩანაწერის შესახებ, სადაც, სავარაუდოდ, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე ფიგურირებს.
„მე ვერ ვხედავ ვერც აზრს, ვერც საჭიროებას, რომ კომენტარი გავაკეთო იმასთან დაკავშირებით, ვინ სად რა თქვა და ვინ რა მოისმინა. ჩვენ კავშირის ეფექტიანი არხები გვაქვს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე მთავრობასთან, რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევენ, ეფექტიანად განვიხილოთ ყველა საკითხი“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.
გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძიე ფიგურირებს. POSTV-ის ინფორმაციით, სკანდალური აუდიოჩანაწერში გია ბარამიძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ანდრეი კასიანოვის მისამართით შეურაცხმყოფელ გამოთქმას იყენებს.