ევროკომისიის პრეზიდენტი: „გაზპრომის“ განცხადება, რომ ცალმხრივად აჩერებს გაზის მიწოდებას ევროპაში გაუმართლებელი და მიუღებელია

ევროკომისიის პრეზიდენტი: „გაზპრომის“ განცხადება, რომ ცალმხრივად აჩერებს გაზის მიწოდებას ევროპაში გაუმართლებელი და მიუღებელია

„გაზპრომის“ განცხადება, რომ მან ზოგიერთი ევროპელი მომხმარებლისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა გაუმართლებელი და მიუღებელია, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და დასძინა, რომ ევროკავშირი კოორდინირებულ რეაგირებაზე მუშაობს.

„გაზპრომის“ განცხადება, რომ ის ცალმხრივად აჩერებს გაზის მიწოდებას ევროპაში, რუსეთის კიდევ ერთი მცდელობაა, გამოიყენოს გაზი შანტაჟის ინსტრუმენტად. ეს გაუმართლებელი და მიუღებელია. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს რუსეთის, როგორც გაზის მიმწოდებლის არასანდოობას“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი მზად არის ამ სცენარისთვის და გააგრძელებს მუშაობას გაზის ალტერნატიული მიწოდების უზრუნველსაყოფად.