ირაკლი ბერაია: არავისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებთ იმისთვის, რომ მეორე ფრონტს არ ვხსნით

ირაკლი ბერაია: არავისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებთ იმისთვის, რომ მეორე ფრონტს არ ვხსნით

არავისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებთ იმისთვის, რომ მეორე ფრონტს არ ვხსნით. ეს ყველამ კარგად უნდა გაიგოს და დაიმახსოვროს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ბერაიამ ალექსეი არესტოვიჩის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

​მისი თქმით, საქართველო უკრაინას ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას უწევს, როგორც ჰუმანიტარულ, ასევე პოლიტიკურ ჭრილში.​

„ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ჩვენი ნაბიჯები და დახმარება იყოს ქმედითი, პროდუქტიული და შედეგიანი. ამ მიმართულებით ჩვენს ნაბიჯებს ძალიან კარგად იცნობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებას, ჩვენ არავისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებთ იმისთვის, რომ მეორე ფრონტს არ ვხსნით. ეს ყველამ კარგად უნდა გაიგოს და დაიმახსოვროს“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს ისტორიული შესაძლებლობა დაიკავოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. მანამდე, მან ასევე განაცხადა: „მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას“.