გიორგი ბარამიძე ჩანაწერზე: კი, ვადასტურებ, ეს მაქვს ნათქვამი

გიორგი ბარამიძე ჩანაწერზე: კი, ვადასტურებ, ეს მაქვს ნათქვამი

გიორგი ბარამიძე ადასტურებს, რომ უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადება მართლაც გააკეთა. შესაბამისი განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.

„კი, ვადასტურებ, ეს მაქვს ნათქვამი, ომის პირველ დღეებში, კიევში ყოფნისას, ჩვენი პარტიის ერთ-ერთ ჩატში. მერე?“, - წერს ბარამიძე.

მისი თქმით, ამით „ქართულმა ოცნებამ“ დაადასტურა, რომ ხელისუფლება მათ უსმენს და აღნიშნა, რომ ამ ჩანაწერის გამოქვეყნების მიზანი ბიძინა ივანიშვილისა და ევგენი ევტუშენკოვის სავარაუდო საუბრის გადაფარვის მცდელობაა.

POSTV ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს აუდიოჩანაწერს, რომელშიც „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძიე ფიგურირებს. POSTVის ინფორმაციით, სკანდალური აუდიოჩანაწერში ბარამიძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ანდრეი კასიანოვის მისამართით შეურაცხმყოფელ გამოთქმას იყენებს. „ადმინისტრაციის ხალხს და არახამიას ვერ ვუკავშირდები თორემ, ჩერეზ-ჩერეზ საგარეოს ხალხთან მაქვს ურთიერთობა, ახლა მივწერე და გაგიჟდნენ მაგ კასიანოვს მაგ ელჩის მოადგილეს დედას მო**ენ“, - ისმის აუდიოჩანაწერში.